შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

დაჩი და ნუცა

ზაფხულია. მზე ანათებს.
გული მშვიდად უცემს ნიავს.
ერთი ნახეთ ციცქნა ნუცას
რამოდენა ჩანთა მიაქვს.

იქვე დგანან ბიჭუნები,
ყურს უგდებენ მსუქან ძიას,
თუმცა გოგოს ყურადღება
მხოლოდ დაჩიმ მიაქცია.

რაც მართალი მართალია -
მძიმე არის ნუცას ჩანთა,
მაგრამ დაჩიმ გოგოს მაინც
ვაჟკაცურად ჩამოართვა.

ხუჭუჭა და პირმღიმარი
ეუბნება დაჩის ზურა:
აი, შენ კი გენაცვალე,
კაცი ხარ და ქუდი გხურავს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →