შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

არ მჯერა

მე არ მჯერა სინანული
მომღიმარი პოეტის,
არც უცრემლოდ დაწერილი
ბეთჰოვენის სონეტის

მე არ ვიცი ეს სამყარო
განთიადი ვის ჰგონია,
ან უგულოდ ჩანამღერი
სიყვარულის სიმფონია

ისევ გნატრობ და ყვავილებს
ვიცი ჩემგან კვლავაც ელი,
მაგრამ ვაი, რომ წერილებს
არ ატყვია დანაცრემლი

ახლა მესმის მისი ნოტი,
ემოციურ რისხვით მძლავრი
ახლა მე ვარ მისი ტოტი,
ახლა მე ვარ მისი მგზავრი...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →