შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

წასვლა

ღამის სიჩუმე ჩემი სარკეა
სამსჯავრო სკამზე ვზივარ ნაფიცი
როდის დავეშვი ცოდვების ფსკერზე
ვფიქრობ და მაინც რა ვთქვა არ ვიცი

ღირსების გზაზე თავჩაქინდრული
დამწუხრებული ველი სამართალს
რადგან მსაჯულად აქ ის ხალხია
ვინც მე მიწაში ძვლებად დამმარხავს

ეს ცის ფერდობი მახსენებს წარსულს
ვნების წუთები ალბათ მწველია
მაგრამ როდესაც სიცოცხლე არ გსურს
სიკვდილის ცოდნაც მომხიბვლელია

მე ვერცხლი მიყვარს ყველაზე მეტად
ოცდაათიდან ავიღე ერთი
მაშინ ვიქეცი ეშმაკის კერპად
როცა გონებამ დაკარგა ღმერთი

ლოცვის სურვილი დალია დარდმა
თავის დაკარგვაც მომელის მალე
მე შეიძლება ვიცოცხლო მაგრამ
ამ სტრიქონებში გარდავიცვალე

ღრუბლად გაივსო თვალებში სევდა
ცოდვის ისარი თორმეტს მიადგა
ღმერთო გელოდი ამაღამ ჩემთან
და სამწუხაროდ დაგაგვიანდა…
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →