შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

15 საათი

დოროთეა 2 წლის წინ
წვიმით გამორეცხილ საფლავს
უჩანს შიშველი მხრები.
ახლა რაღაცას ვამჩნევ
ჩემში ჩამარხულს წლებით.

გინდა დაჯდე
მოთქმად, მერე
ჩამოიშალო თმები.
ცრემლს გაატანო მლაშეს
აკვნად დარწევა წყენის.

ფიქრად ჩამოქნილ დღეთა
ღელვად შექმნილან გზები
ფურცლად იხევა ცხოვრების წიგნი,
აკინძავს მერე ღმერთი?!

ოჰ,როგორ ბასრად მოსჩანს
წიგნის ასაბმელი ძაფი!
ნააბრეშუმევზე ნაგლეჯს
სიტყვა ჩაუწყდება ყელში.

ბაწარი ცოფიანი ძაღლის,
ხმა სიცარიელეში ყეფის,
ბაწარზე ეკიდა ლეში,
ირწევა წვიმიან თქეშში.

ახლა აბრეშუმის ძაფზე
აცმული რვეულის ნაცვლად
მიჭირავს ნაგლეჯები წლების,
წვიმით დასვრილან,ალბათ,
ფარდაზე ნაქარგები ჩემი.

თქეშია გარეთ წვიმის,
თქეშივით გაკრეფილი წლების.

18. 02. 2021
Laravel

კომენტარი

0 კომენტარები გამორთულია