ჩანაწერი
Laravel
თიხა
მანამ არაა გვიან,
ამოუსვი ხელი თიხას
და გამოუხატე სუროს
ყელი გრძელი,
გვერდჭრელი შველის,
და ტუჩი ჰქონდეს
მარად სველი.
გამოივლის ვინმე მწირი,
დასიცხული ფიქრით,
რომ დაამწიფოს
სიტყვა ტკბილი.
მწიფე ხუვილის
ჰქონდეს ხრილი
და შვლის ნუკრის
თვალთა ჭრილი,
და ქალწულივით
მორცხვად ეჭიროს თავი,
წყურიელთათვის
ჰქონდეს წყალი
და მერე...
თუნდაც კვდებოდეს
ხმადამშრალი.
ამოუსვი ხელი თიხას
და გამოუხატე სუროს
ყელი გრძელი,
გვერდჭრელი შველის,
და ტუჩი ჰქონდეს
მარად სველი.
გამოივლის ვინმე მწირი,
დასიცხული ფიქრით,
რომ დაამწიფოს
სიტყვა ტკბილი.
მწიფე ხუვილის
ჰქონდეს ხრილი
და შვლის ნუკრის
თვალთა ჭრილი,
და ქალწულივით
მორცხვად ეჭიროს თავი,
წყურიელთათვის
ჰქონდეს წყალი
და მერე...
თუნდაც კვდებოდეს
ხმადამშრალი.
Laravel
კომენტარი
0 კომენტარები გამორთულია