ჩანაწერი
Laravel
2017
თოვლში განფენილ ქალაქს
ატყვია მონატრება ღმერთის,
ფანტელების აცეტებულ ბარდნას
ახლავს ტკივილზე მეტი.
თეთრად ჩაფენილა თოვლი
ნაწიბურებში მთების;
ტაძრებში დარეკილ ზარებს
მანქანის ხმაური ებრძვის
და მაინც მარადიულია განცდა
ჩემი და შენი შეყრის!
გუმბათებზე ჯვრებს ვხედავთ
კორპუსებიდან ქვევით.
სიგარეტს არ ჩააქრობ, ისვრი:
,,მაინც ჭუჭყიაო ბევრი!,
და სილამაზე თოვლის
მხოლოდ ორი დღე გვყოფნის.
როდიდან გაყოფილან გზები
პარალელურად დევნის?!
აღსარებაზე მიხვალ და ცრემლით
სათქმელი არ ლაგდება ხედავ.
ნუთუ არეულები ასე,
თოვლიან მთებს ვგევართ;
გაგვეყინება ცრემლი,
მოსული ფანტელებად ჩვენთან.
01.02.2017.
ატყვია მონატრება ღმერთის,
ფანტელების აცეტებულ ბარდნას
ახლავს ტკივილზე მეტი.
თეთრად ჩაფენილა თოვლი
ნაწიბურებში მთების;
ტაძრებში დარეკილ ზარებს
მანქანის ხმაური ებრძვის
და მაინც მარადიულია განცდა
ჩემი და შენი შეყრის!
გუმბათებზე ჯვრებს ვხედავთ
კორპუსებიდან ქვევით.
სიგარეტს არ ჩააქრობ, ისვრი:
,,მაინც ჭუჭყიაო ბევრი!,
და სილამაზე თოვლის
მხოლოდ ორი დღე გვყოფნის.
როდიდან გაყოფილან გზები
პარალელურად დევნის?!
აღსარებაზე მიხვალ და ცრემლით
სათქმელი არ ლაგდება ხედავ.
ნუთუ არეულები ასე,
თოვლიან მთებს ვგევართ;
გაგვეყინება ცრემლი,
მოსული ფანტელებად ჩვენთან.
01.02.2017.
Laravel
კომენტარი
0 კომენტარები გამორთულია