ჩანაწერი
Laravel
ამინ
ქარი ზმუოდა ,
ება კარზე,
როგორც მაკე ძროხა,
ბოჩოლასავით
მოიგო დარდი .
რაღაც მჭირდა,
ლივლივებდა ღამე,
მკვდარი ჩაძირული წყალში.
არ მაქვს
მოსმენის თავი, ახლა -
რაღაცას უბნობენ
ბაგენი, შენნი
მხოლოდ თვალების
არიდებას ვცდილობ,
ცხრა მთის მიღმა
ცხრაკლიტურში ვჯდები.
დარდი ბოჩოლასავით
მიდენილა
მთვარის ცურთან,
ერთობა ჭამით .
ღამეა,ჩემი ყოფა
დაძირულა
ტბორს, თითქოს
ედებოდეს შლამი.
ქარმა ჯებირები შეხსნა
-ტყეში ჩამოიკიდა თავი.
ყველაფერი განწირულია,
რჩება მხოლოდ
შუაღამიანზე
დამოწმებული-- ამინ!
20.10. 2020.
ება კარზე,
როგორც მაკე ძროხა,
ბოჩოლასავით
მოიგო დარდი .
რაღაც მჭირდა,
ლივლივებდა ღამე,
მკვდარი ჩაძირული წყალში.
არ მაქვს
მოსმენის თავი, ახლა -
რაღაცას უბნობენ
ბაგენი, შენნი
მხოლოდ თვალების
არიდებას ვცდილობ,
ცხრა მთის მიღმა
ცხრაკლიტურში ვჯდები.
დარდი ბოჩოლასავით
მიდენილა
მთვარის ცურთან,
ერთობა ჭამით .
ღამეა,ჩემი ყოფა
დაძირულა
ტბორს, თითქოს
ედებოდეს შლამი.
ქარმა ჯებირები შეხსნა
-ტყეში ჩამოიკიდა თავი.
ყველაფერი განწირულია,
რჩება მხოლოდ
შუაღამიანზე
დამოწმებული-- ამინ!
20.10. 2020.
Laravel
კომენტარი
0 კომენტარები გამორთულია