ჩანაწერი
Laravel
დროშა
მთვარე
თვრებოდა ცაზე
ღამე თმას
იშლიდა ქარში .
რა ვიცი
წვიმდა გარეთ,
ან თოვლი
ფენდა მანდილს?!
ცხრა ძმისას
ვტირი ხმით და
გულში დავიცემ მახვილს .
ერთი ითხოვე
შვილი!
ცხრავე დაგითმე გაზრდილ.
რა გითხრა ქალავ
იმ ხმის
რა ხმითაც
ხმობდი ყმაწვილთ.
ალგეთს დაზრდილნი
ყრმანი
რისთვის დადიან ამ გზით ?!
სიკვდილ
სადა გაქვს ძლევა
ან საწერტელი
მათთვის ?!
დროშაი
მანდილს გავდა
შენგნით მოყოლილ
ნამზითვ,
-დედის თმის სუნი ახლავს,
და სისხლის ყვავილი
ცხრა ძმის.
26.05.2022.
თვრებოდა ცაზე
ღამე თმას
იშლიდა ქარში .
რა ვიცი
წვიმდა გარეთ,
ან თოვლი
ფენდა მანდილს?!
ცხრა ძმისას
ვტირი ხმით და
გულში დავიცემ მახვილს .
ერთი ითხოვე
შვილი!
ცხრავე დაგითმე გაზრდილ.
რა გითხრა ქალავ
იმ ხმის
რა ხმითაც
ხმობდი ყმაწვილთ.
ალგეთს დაზრდილნი
ყრმანი
რისთვის დადიან ამ გზით ?!
სიკვდილ
სადა გაქვს ძლევა
ან საწერტელი
მათთვის ?!
დროშაი
მანდილს გავდა
შენგნით მოყოლილ
ნამზითვ,
-დედის თმის სუნი ახლავს,
და სისხლის ყვავილი
ცხრა ძმის.
26.05.2022.
Laravel
კომენტარი
0 კომენტარები გამორთულია