ჩანაწერი
Laravel
შუა მარტი
ქარი სისინებს, როგორც არასდროს,
ქარი ხეებზე იბუდებს თითქოს,
საფლავებიდან ნოტიოდ იძვრის
ამ გაზაფხულზე დაღვრილი სითბო.
მერე ამწყდარი სიმები გულზე
ვერ ახმიანებს ვერაფერს იქ მყოფს,
გინდა დარჩი და თუნდაც წახვედი,
სუყველაფერი იქნება თითქოს.
მე დავიღალე და არაფრისთვის
აღარ მოვცდები ტკივილთა სიტკბოს,
სიტყვა ნათქვამი, სიტყვა უთქმელი,
დაკარგულია, არ ვეძებ, იყოს!
მგონია ახლოს მოსული გრძნობდი,
რომ ძველმანებში გამოძენძილში,
გადახვეული ეს ფიქრი გითხოვს.
ქარი სისინებს, როგორც არასდროს,
ქარი ხეებზე დღეს თავს დაიხრჩობს!
17.03.17
ქარი ხეებზე იბუდებს თითქოს,
საფლავებიდან ნოტიოდ იძვრის
ამ გაზაფხულზე დაღვრილი სითბო.
მერე ამწყდარი სიმები გულზე
ვერ ახმიანებს ვერაფერს იქ მყოფს,
გინდა დარჩი და თუნდაც წახვედი,
სუყველაფერი იქნება თითქოს.
მე დავიღალე და არაფრისთვის
აღარ მოვცდები ტკივილთა სიტკბოს,
სიტყვა ნათქვამი, სიტყვა უთქმელი,
დაკარგულია, არ ვეძებ, იყოს!
მგონია ახლოს მოსული გრძნობდი,
რომ ძველმანებში გამოძენძილში,
გადახვეული ეს ფიქრი გითხოვს.
ქარი სისინებს, როგორც არასდროს,
ქარი ხეებზე დღეს თავს დაიხრჩობს!
17.03.17
Laravel
კომენტარი
0 კომენტარები გამორთულია