შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

დატირება

დოროთეა 1 წლის წინ
დაიწყო დასასრული
თითქმის უნებლიედ
- ზამთრის მინაჩვევზე
მყინავს გაკვირვება!
უკვე დავიკარგე
სადღაც უსიერში
ახლა ისეთი მაქვს
გულში გაციება.

აღარც პოვნის ვითხოვ
აღარც მიმიძახილს
ახლა მინდა
მარტო დატირება!

ვიცი სადღაც მთაში
მარტო საყდარია -
ქარნი იმ საყდარში
ლოცვად მიმოდიან
ვიცი იმ ქრებში
არის ჩემი ქარიც,
ძაძა აცვია და
ცრემლით სავსე კალთით
სანთლებს დაუყვება
სუნთქვას ამოაცლის.

მინდა იმ საყდარში
სანთლის ჩამონაღვენთს
თითებს ვაყოლებდე -
ხელში მაკვდებოდეს
მათი გაციება!
ლოცვებს ვიძახოდე
სიტყვებ ამონაგლეჯს.
და ყელშიგაჩხერილ ბურთს
აღარ მაგონებდე .

ვატყობ ვერ ვეჩვევი
„მაინც დანაკარგებს
თითქო ნაბიჭევი
საღმრთო სერობიდან
მიმოფანტული ვარ
მიმოკარგული ვარ!
სადღაც უსიერში
ალბათ საყდარია,
ყველა დაკარგულებს
იქით ეძახიან.

2014 მარტი
Laravel

კომენტარი

0 კომენტარები გამორთულია