შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

გადამყინვარება

დოროთეა 1 წლის წინ
თოვლი,
აწკიპული ხეზე,
დამხვდა
ამ ცარიელ ტყეში.

გზები,
გაუთოვებული კაბა,
ამოუკეციათ გვერდით.


შემოუჭამა თოვლმა
ამ გზას
ტკივილი და დაღლა.
მიყვარს
შეხვედრები შენთან,
მიყვარს
ის წარსული, რაც გაქვს.

გავიდნენ წლები ისე,
სიცოცხლისთვის
არ ტოვებენ მიზეზს.

თაგვივით შეშინებული დღეა,
რუხი და ცრემლიანი ისევ.

მზე გამოედო სხივით
ტიტველი ხეების ფიჩხებს.

თითქო წაუვიდა
ნეილონის თვალი კოლგოტს

და სირცხვილი მიწევს.

ოჰ, როგორ დავიღალე,
იცი? ვფარფატებ
და ვგავარ ფიფქებს.

შენარჩუნებისთვის თურმე.
ყინვა მჭირდებოდა ძლიერ,

გამაძლებინე, ღმერთო,
ეს გადამყინვარება ისევ!
2018.01.
Laravel

კომენტარი

0 კომენტარები გამორთულია