შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ყინწვისის ანგელოზი

დოროთეა 1 წლის წინ
აღდგომის ანგელოზი
იჯდა ფეხმორთხმული,
თითით სახვევებზე
ჰქონდა მითითება.
ფრთებით აწკეპილი,
გონით სახიერი,
ფერთა ლაჟვარდებში
თოლთა გაღვიძებად.
ქარმა შროშანები,
ცისფერ ფრთებიანი,
თითქო გაბრიელის
ხელში აღტაცებად,
ფრთებში მიქაელის
ქარით შემოანთო
და ფრესკის კიდეებში
ფრთებმა გაიელვა .
ესე ლაჟვარდული
ფერი, სახიერი,
ელვის დაცემაა
გულის გაჩერებად .
აღსდგა უფალიო!
ტილო ცარიელი,
ტილო ცრემლიანი,
თოლთა დამშვიდებად
იყოს, ისე ოღონდ
ნუღა იტირებთ და
ნუღა მოიგონებთ
მიზეზს გაცილებად!
22.04.2022
Laravel

კომენტარი

0 კომენტარები გამორთულია