ჩანაწერი
Laravel
მთვარის მეორე გვერდი
ფიფქი ფრთამალი
და მერე ტრამალი
არსით სავალი, გარდამავალი.
წარმავალობა-ქვეწარმავალი,
დამნაშავეა
მთვარე
მთავარი!
მთვარის გვერდზე
შეკიდებული ბნელი
ეს მე ვარ, ეს მე ვარ შენი.
გახსენი ბაგა,
აქ ვყოთ სერი,
დამშეულია გზაზე ბევრი,
მე ვარ მთვარის
მეორე გვერდი,
ანდა შენგრეული ფერდი.
დაკარგული დროის სევდა,
ამოსხმული პეშვად
ეს მთვარეა
მორთმეული შენდა,
ერთად შევსვათ!
წარმავალი ყველაფერი ქრება.
ეს ის ბნელია,
როცა გელიან,
ახლა მიტოვება ყველაზე ძნელია. -
-და მე დავრჩი
-- პეპელა მატლში!
მთვარე, დამნაშავე მთავარი,
არის ამ სიბნელის სიმძიმით
წელში გამწყდარი,
ღამე კი-საკინძე ამწყდარი,
ო, როგორ არის
დარდისაგან მთვარე
გამხდარი?!
2000.01
და მერე ტრამალი
არსით სავალი, გარდამავალი.
წარმავალობა-ქვეწარმავალი,
დამნაშავეა
მთვარე
მთავარი!
მთვარის გვერდზე
შეკიდებული ბნელი
ეს მე ვარ, ეს მე ვარ შენი.
გახსენი ბაგა,
აქ ვყოთ სერი,
დამშეულია გზაზე ბევრი,
მე ვარ მთვარის
მეორე გვერდი,
ანდა შენგრეული ფერდი.
დაკარგული დროის სევდა,
ამოსხმული პეშვად
ეს მთვარეა
მორთმეული შენდა,
ერთად შევსვათ!
წარმავალი ყველაფერი ქრება.
ეს ის ბნელია,
როცა გელიან,
ახლა მიტოვება ყველაზე ძნელია. -
-და მე დავრჩი
-- პეპელა მატლში!
მთვარე, დამნაშავე მთავარი,
არის ამ სიბნელის სიმძიმით
წელში გამწყდარი,
ღამე კი-საკინძე ამწყდარი,
ო, როგორ არის
დარდისაგან მთვარე
გამხდარი?!
2000.01
Laravel
კომენტარი
0 კომენტარები გამორთულია