შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

საქართველო

დოროთეა 2 წლის წინ
გულის პირს
დანა დამესო,
სისხლმა იცვალა ფერია ,
სასხვისო არვინ ეძია
წახდა დამარჩხდა ერია.
სამშობლოს დროშა
განფენილს
ჩრჩილმა უჭამა გენია,
ვიტირო დიაცს მიხდება ,
კაცთა უომრად მზერია.
მოყვარე მტერი შევიტკბეთ,
წარყვნა სიწმინდე მჭერია,
ფარაზე ვყიდით სამშობლოს ,
ფარად ღმრთისმშობლი მჩენია.
ცეცხლოვან რაშთა
თარეშით ზეცისკენ ავა ელია.
ხალენს ელისეს მემკვიდრე
მცხეთაში
დაფვლის მჩენია.
რისთვის მოვედი ამ სოფლად.
გლოვად ჩონგურის მჭერია.
შემაიწრებენ ტკივილით
წინაპართ ნალოც გზებია.

29.07.2022
Laravel

კომენტარი

0 კომენტარები გამორთულია