შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

მე ჩავეხუტე ვერშემდგარ ძახილს...

მე ჩავეხუტე ვერშემდგარ ძახილს,
ვევედრებოდი გარდაცვალების გადაფიქრებას,
როგორც იესო ლაზარეს ცხედარს.
და საავადმყოფოს მოსაცდელივით
მოლოდინებით ავივსე,
მაგრამ ძახილი დუმდა, ისევე
როგორც შვილმკვდარი ცოლ-ქმრის სადილი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →