ჩანაწერი
Laravel
ნუ გაჩერდები
ვიცი, სიცივე არაფერ შუაშია.
ეს შენს სულში გამოძერწილი სიმარტოვეა,
რომ აკანკალდა მოძველებული მანქანასავით,
ახალი გზების ვერგავლის შიშით.
ვიცი, რა ძლიერ გინდა ვინმე მოვიდეს,
შეგეხოს, გკითხოს:
"ახლა უკეთ ხარ?
ასე ჯობია?"
ვერ ეგუები, რომ მეგობრები
თვალების ნაცვლად ფეხსაცმელებზე გიცქრენ,
რომ გულწრფელობა სიგიჟეა,
მაგრამ გთხოვ, დამიჯერე,
ნუ გაჩერდები!
ეს გზა შენია
და არაფერია უფრო ლამაზი,
ვიდრე შენი ტკივილები.
ნუ გაჩერდები!
ეს შენს სულში გამოძერწილი სიმარტოვეა,
რომ აკანკალდა მოძველებული მანქანასავით,
ახალი გზების ვერგავლის შიშით.
ვიცი, რა ძლიერ გინდა ვინმე მოვიდეს,
შეგეხოს, გკითხოს:
"ახლა უკეთ ხარ?
ასე ჯობია?"
ვერ ეგუები, რომ მეგობრები
თვალების ნაცვლად ფეხსაცმელებზე გიცქრენ,
რომ გულწრფელობა სიგიჟეა,
მაგრამ გთხოვ, დამიჯერე,
ნუ გაჩერდები!
ეს გზა შენია
და არაფერია უფრო ლამაზი,
ვიდრე შენი ტკივილები.
ნუ გაჩერდები!
Laravel
კომენტარი
0