შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

მეტაფორმოზა

და ხდება ასეც,
რომ დაგატყდება ბედნიერება,
მოულოდნელად,
ვით უბედური შემთხვევა,
შენ კი, დიდი ხნის, გზაარეული
გემის მატროსის მსგავსად შესძახებ:
მიწა გამოჩნდა!
და სანამ მიწას იგრძნობდე ფეხქვეშ,
-იგრძნობ ტუჩებით.
ან შემოავლებ მთრთოლვარე ხელებს,
ვით გენერალი მტრისგან მოპარულ სამხედრო გეგმას.

ხომ შეიძლება, რომ მოხდეს ასეც
- ვიქცეთ სიტყვებად,
შეყვარებულთა ენების ძირში
წამოწოლილებს გვეძინოს, ხოლმე.
მე ვიყო "შენთან",
"ახლოს" კი იყოს შენი სახელი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →