ჩანაწერი
Laravel
ფუტუროტრანსი
ყველა ოთახში სტალაგმიდებად ჩამოიზრდებიან
ჩამომხვრჩალი ანგელოზები
და მათ სულებს ჩვენი თვალების გავლით წაიყვანს
ყვავისნიღბიანი შამანი.
ხოლო თვალებში
სისხლს, ნარწყევსა და ნარკოტიკებში
ამოსვრილი სხეულები დაგველექება.
როცა შენობები დაინგრევიან,
როცა ტანკებიდან გაისვრიან,
როცა გულები შიშით იფეთქებენ,
როცა ტუჩები კოცნით დასკდებიან,
როცა პეპლები დაიკივლებენ,
როცა ხეები ლითონის ფოთლებს გამოისხამენ
და გრიგალებში იჟღარუნებენ,
როცა იესოს მიაჭედებენ ჯვარს,
მე მათ ტამტამის რიტმად მოვუსმენ
და ჩემი სული თავწაგდებული ქათამივით იცეკვებს.
როდესაც ცა ბოინგებით გადაისერავს ვენებს
და მზისგან დაიცლება,
მის გაშავებულ ცხედარს
გამწარებულნი და სევდიანნი მიაკითხავენ
ისევ კახპები, ნაძირლები, ლოთები და სპირიტები,
რათა კუთვნილი წესი აუგონ
ჩემი ლექსებით.
ჩამომხვრჩალი ანგელოზები
და მათ სულებს ჩვენი თვალების გავლით წაიყვანს
ყვავისნიღბიანი შამანი.
ხოლო თვალებში
სისხლს, ნარწყევსა და ნარკოტიკებში
ამოსვრილი სხეულები დაგველექება.
როცა შენობები დაინგრევიან,
როცა ტანკებიდან გაისვრიან,
როცა გულები შიშით იფეთქებენ,
როცა ტუჩები კოცნით დასკდებიან,
როცა პეპლები დაიკივლებენ,
როცა ხეები ლითონის ფოთლებს გამოისხამენ
და გრიგალებში იჟღარუნებენ,
როცა იესოს მიაჭედებენ ჯვარს,
მე მათ ტამტამის რიტმად მოვუსმენ
და ჩემი სული თავწაგდებული ქათამივით იცეკვებს.
როდესაც ცა ბოინგებით გადაისერავს ვენებს
და მზისგან დაიცლება,
მის გაშავებულ ცხედარს
გამწარებულნი და სევდიანნი მიაკითხავენ
ისევ კახპები, ნაძირლები, ლოთები და სპირიტები,
რათა კუთვნილი წესი აუგონ
ჩემი ლექსებით.
Laravel
კომენტარი
0