შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

შემოსახლება

(ციკლიდან “ჟირაფები ოდნავ უკეთეს ჰაერს სუნთქავენ”)

ჩემს კართან ქუჩის ძაღლი დასახლდა.
ვიყოფთ საჭმელს და მუსიკას.
ხშირად,
ვიყოფთ მოლოდინს.
ასე მგონია, რომ გვესიზმრება მსგავსი სიზმრები,
როგორც მკვლელობის თანამზრახველებს.
და დილაობით როდესაც საკეტს
დავატრიალებ -
ის უნისონში
თავის გაბურძგნულ კუდს ატრიალებს.
საღამოობით,
კი ნაწანწალარ თათებს ალაგებს
კართან და ვუცქერთ
მოლოდინებით სავსე თვალებით ერთმანეთს, როგორც
წარბებშეკრული მკითხავის ბოდვას
აჩერდებიან ცრუმორწმუნენი -
იმედით, რომ კვლავ მოვა სიმშვიდე
და ხეტიალით დაღლილ კიდურებს
აქ დაასვენებს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →