შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

მათ შეუძლიათ - ისინი აკეთებენ.

ალენ გინსბერგის ყმუილს აუბეს
ყეფა ძაღლებმა.
გარეთ ვერ გახვალ.
გარეთ ცივა და
ყველა ბასტარდი ისე ჯგუფდება,
როგორც ნატყორცნი მეტეორიტის ქვეშ ოცნებები.
მათი ერთობა -
უფრო მტკიცეა, ვიდრე გრანიტი,
იმაზე უფრო ბუნებრივი და თვითქმნილი, ვიდრე
ჩემი ლექსები,
ჩემი ღიმილი,
ჩემი უნარი – ვიყო მე.
ხოლო,
მათი ხმა – მწარე, როგორც მეუღლის
ამონაკვნესი სხვისი სახელი.
ძალადობრივად ნახმარ ქალწულთა
სისხლია მათი პარფიუმი
და
მათი სურვილი – რომ სიყვარული
შემოგაძარცვონ და გაშიშვლებულ სულში გიხმარონ – შესრულებადი.

გარეთ ვერ გახვალ.
გარეთ ცივა და არც კი თოვს გარეთ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →