შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

განმეორებადი პერსპექტივა

მე ყვავილები ვიყიდე შესაძლო პაემნისათვის
და შესაძლო ბედნიერებისათვის ღიმილი ვისწავლე.
მე უარი ვთქვი ჩემს პრინციპებზე
და ოცნებებზე, რომლებიც სიკვდილის შემდეგ უნდა ამიხდეს.
მე დავიწყე ოფისში მუშაობა,
მე გავიხსენე ის თუ როგორი ვიყავი, სანამ პოეტი გავხდებოდი
და საკუთარ რაობას ძალდატანებით ვყლაპავდი,
მე ყვავილები ვიყიდე შესაძლო პაემნისათვის...
და მე ჩავსახე შესაძლო შვილები
და მე გავხდი შესაძლო ქმარი
და მე დავღვარე შესაძლო ცრემლი
და მე დავღვარე შესაძლო ცრემლი
და მე დავღვარე ცრემლი.
მე ყვავილები ვიყიდე შესაძლო პაემნისათვის.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →