შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

სიმაღლე

ყველა წავიდა.
ხოლო, ვინც დარჩა მეხსიერებას
მათი პირიდან მხოლოდ ხრწნა ისმის და შედედება.
ისმის სიჩუმე, როგორც განგაში
და ერთადერთი თავშესაქცევი
ცრემლთა დოღია მოღლილ სახეზე.
ყულფები - დეპრესიის გახელილი თვალები -
მოგჩერებიან დაჟინებულად
და გიპყრობს შიში, დღემდე უცნობი,
თითქოს გაიგე შემოძახილი "იარაღისკენ!"
ვერაფერს ამბობ და ვერც აკეთებ.
ეს ოთახი ცათამბჯენის ბოლო სართულზეა -
ამოქოლილი კარებითა და დაღებული ფანჯრებით.

თქვენ ორნი დარჩით ოთახში, მხოლოდ -
შენ და სიჩუმე,
რომელიც იწვა უმოძრაოდ და მრავლისმეტყველად,
როგორც მეომრის გვამი დროშის ქვეშ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →