ჩანაწერი
Laravel
ის კაცი შორს მთაზე
ის კაცი, შორს მთაზე, თვალწარმტაცად შორს, უკიდეგანოდ შორს რომ დგას შენგან, წვერმოსილ სახეზე ცრემლად ნაქცევი ღიმილი რომ უთამაშებს, ახლა ბედნიერია.
სიმშვიდით მთვრალი, დაღვინებული თვალებით გიცქერს; უთუოდ გიყურებს შენ და ფიქრობს; არ ვიცი, რაზე ჩაფიქრებულა. მან კი იცის , უთუოდ იცის და ჩვენ, მგმობლნი, მწარე ცრემლით ვტირით იმ მთის გადაღმა...
თითქოს, მზე ნარნარებს ცაზე, ნარჩევ ვარსკვლავებს მოფარებული, გალაქტიკებით გარშემორტყმული!
რამ დაგვისველა თვალები ცრემლით? რომ ვერ გვიგვრძვნია ტკივილი, სევდა - რატომ ვიცინით, თუ ასე ვტირით? რატომ ვაბრალებ ამ სევდას ღიმილს, თუ სევდის განცდაც დამკარგვია...
სხვა სევდა დამაქვს. გამოუცდელი თვალებით ვხედავ - ამ ცას და ვარკვალევებს ახლა სხვა ცრემლი ამღვრევს
და ამ ცაზე მზეც უფრო ვარდისფერიფერია.

კომენტარი
0