ჩანაწერი
Laravel
ჟამი მარტოობისა
ჟამი მარტოობისა - ღვინის გემოს ტოვებს პირში.
ნახევრად ტკბილი, მათრობელა და მიმზიდველი სხეული, რომელიც საძინებელზე ვნებაგამოცლილი ესვენა, ჩემთვის უცხო აღმოჩნდა და საძაგელი.
ღვინო, რომელსაც ქვევრთან ერთად იმედგაცრუბის გემოც გადაჰკრავს - ჩემთვის ნაცნობია.
ქვედა ტუჩიდან გადმოვარდნილი წვეთი ყელზე, მკერდზე - სისხლისდაგვარად ნელა მთელ სხეულს დაუვლის - სისხლივით ღვინო, სისხლივით წვეთი ტერფთან მისულს არ შემახმება, მაჭკნება, თითქოს, ვარდივით მიუსაფარი.
ის ვნებაც ქრება.
შავ სიზმრად ქცეულს, გაყინულ სხეულს სიზმრებთან ერთად გადავაფარე თბილი ზეწარი.
მე - მარტოსული და ნამთვრალევი!
ვინატრო რამე... ჩემს თავთან ეულს რა დამრჩენია?!
ღამე ცივი და ღამე ბნელია;
ჩავხსნა სარკმელი, ვინატრო რამე, წავშალო თავი , რა დამრჩენია?!
თან არ მაძინებს გამჩენი, ღამე ცივია, გულში კი ვნებაანთებულს, სხვა... სულ სხვა ვნებით ანთებულს, რა დამაძინებს?
- იქნებ აღმოსავლეთის ქარებმა მითხრან და ჭიქა ღვინომ.

კომენტარი
0