შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

მე ვეღარ დავბრუნდები

აქ სიბნელე ჩემს მხრებს
ისე ამძიმებს.
გაუკვალავ უდაბნოში
წვიმას აღარ აპირებს.
ჰორიზონტზე გაფენილი
ჩემი მყრალი სიზმრები
რომ დასველდეს და რომ გაქრეს,
ჩემს სულს რას არ ვპირდები.
აქ სიბნელე მე ჩურჩულით
მახვევს თავის ცდუნებას.
- ჩემს ბუნებას ვერვინ შეცვლის,-
ვამბობ, თუმც ვეგუები.
ლამაზ-ლამაზ მოსასხამში ღილშეხსნილი ქალები
ბოლო ღილსაც შეიხსნიან,
თუ დათვრება თვალები.
მანდ თუ ცაში
ახლა ეგ ჭექაა ჩემი.
კვლავ დამყვება ჩემი ჩრდილი
შიშთან ერთად - მაშინებს...
მაშინებს... მაშინებს!
უდაბნოში გალაკტიონს
ვაძებნინებ მშვიდ ნაპირებს.
უდაბნოა?!...
ეს უდაბნო ჭაობებში იხრჩობა;
ხალხი, ყველგან მოფენილი, როგორც ეკალ-ბარდები,
მე - ვით ბარდებს შეფარული
ეკლიანი ვარდები.
ვიცი, მე ვერ დავბრუნდები,
მაგრამ მაინც მინდები.
აქ რა ხდება?!
ღმერთო! ამას ვერვინ
ვერ მიხვდებით!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →