შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

***

ასეთი ღამე ჯერ არ მინახავს,
უძინარ გონით რომანტიზმს ვყვები...
უცხო ქალაქში ტყვიებს ისვრიან,
მე სიმშვიდეში ვზივარ და ვთვრები...
შუაღამეა.
სახლიდან ვუსმენ მყეფარე ძაღლებს,
ფანჯრიდან ვხედავ მბჟუტავ ლამპიონს -
კანკალს ატანილ ქალს რომ დანათებს გაცვენილ თავზე.
თან ისე მშვიდად მოძრაობს სიო,
სახლიდან ვერ ვგრძნობ,
თუ როგორც ცივა.
მე ვზივარ, ვღელავ, ვეწევი, ვფიქრობ
და სიმბოლურად -
საშველად გიხმობ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →