შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ქურდბაცაცა ბაჭია

ყურებცქვიტა, ბაცაცა,
ჭკუამოკლე ბაჭიას
შეხეთ, ერთი რასა ჰგავს,
სახე დაუმანჭია!

თურმე, წუხელ ბოსტანში
შეიპარა მალულად,
გადაჭამა სტფილო,
პირი ჩაიტკბარუნა.

მაგრამ, მოულოდნელად,
პილპილს წაწყვეტებია,
ქურდობისთვის ისჯები!
- აქოთქოთდა ბებია.

ამ დღის შემდეგ, ბებიკოს
ბოსტანს მტერი არა ჰყავს,
ქურდი ბაჭის ამბავი,
ჩვენში დადის არაკად...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →