შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

გაზაფხულის ბგერები

გაზაფხულის ბგერები

როს თებერვლის სიფერმკრთალით დაღლილმა,
დედამიწამ შემოიხსნა ღილები,
დაიღვარა, გაზაფხულად გაწვიმდა
და სხეული მოიქარგა იებით;
ამოისხა ღიმილებად კვირტები,
გადაშალა სიყვარულის ჩითები,
მოიხადა ნისლიანი მანდილი
და მკლავები შეიმოსა შიშველი;
მადლიანად ააჟღერა ჩიტები,
და ჭიკჭიკი მათი ლექსად გარითმა,
სინატიფით გაჟღენტილი ჰანგები,
გაზაფხულის სიმფონიად გაისმა.
გულს ახარებს ღიმილები ყვავილთა,
თვალს იტაცებს საოცარი ფერები,
დედამიწამ სიფერმკრთალით დაღლილმა
ააჟღერა გაზაფხულის ბგერები!

დიანა ამბოკაძე
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →