შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ზღვა

ნაპირს ეხეთქება ზვირთებად შეკრული,
გრძნობამორეული, ვნებააშლილი.
ზღვა - ზეცას შერწყმული,
ტალღებად დაღვრილი.
ზღვა - სიღრმედ ქცეული,
ხმაურით დაღლილი!
ზღვა - უკიდეგანო,
მზეს ეალერსება....
ცხრათვალა ბილიკებს სველ მკერდზე დაიფენს
და ზეცას შესწვდება!
ძლიერი მკლავებით ლიცლიცა მზის სხივებს
ფაქიზად ეხება.
საღამოს მიწურულს გრძნობებად დაღვრილი
მზეს გულში ჩაიკრავს,
ზღვა - უკიდეგანო,
სამყაროს აჩრდილი!

დიანა ამბოკაძე
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →