შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

შემოდგომის თაფლისფერი მზერა

შემოდგომის თაფლისფერი მზერა
ინაბება ზამთრის მოლოდინში,
და ნოემბრის უხვი ფოთოლცვენა
გახვეულა მოვერცხლისფრო ნისლში.

აკორდებმა შეარბილეს ბგერა,
მაჟორები შერწყმულია მინორს.
მოხდენია მთაშიცა და ბარშიც
დათრთვილული ჭაღარები მინდორს.

და თაღებად მიჯრილ ხეივანში
შემოდგომა ეგებება ზამთარს,
დედამიწის ფერთა გამის ფონზე
მოელვარე ქარვის ფოთლებს ქარგავს.

ფირუზს ფერი შერევია რუხი,
სარკესავით დაიორთქლა ზეცამ,
ინაბება ზმთრის მოლოდინში
შემოდგომის თაფლისფერი მზერა.

დიანა ამბოკაძე
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →