ჩანაწერი
Laravel
გაზაფხული
გაზაფხული
ისე ნაზად ჩამეხუტა თებერვალი,
გაზაფხულის სიახლოვე მაუწყა,
საიდუმლო გამიმხილა გასახარი,
რომ ჩამდგარა წვეთ-წვეთობით ხეში წყალი
და ტოტებმა კვირტის სუნი აუშვა.
როგორ ხარბად ჩაისუნთქა დედამიწამ,
გული როგორ გადაუხსნა ციურეთს.
საამურად ყურში ჩუმად ჩამჩურჩულა,
მალე როგორ გამოიდარ-მზიურებს.
როგორ ტკბილად ზეიმობენ ბეღურები,
ცივ თებერვალს გაცილებას უწყობენ,
ჭორაობენ, განუწყვეტლივ ჟღურტულებენ,
სულს ერთმანეთს სიყვარულით უთბობენ,
ფუსფუსებენ, მზეს იმედით შესცქერიან,
ბულბულ-მტრედებს შინისაკენ უხმობენ.
ქედმოხრილი მიაბიჯებს თებერვალი
და ამბორით ყველას ემშვიდობება,
მობრძანდება გაზაფხული - ნატვრისთვალი,
ხე-ყვავილი მწვანედ შეიფოთლება,
გაზაფხული - იასამნის ეშხით მთვრალი,
გაზაფხული - ათასფერადი ზღაპარი,
გაზაფხული - ახდენილი ოცნება!!!
დიანა ამბოკაძე
ისე ნაზად ჩამეხუტა თებერვალი,
გაზაფხულის სიახლოვე მაუწყა,
საიდუმლო გამიმხილა გასახარი,
რომ ჩამდგარა წვეთ-წვეთობით ხეში წყალი
და ტოტებმა კვირტის სუნი აუშვა.
როგორ ხარბად ჩაისუნთქა დედამიწამ,
გული როგორ გადაუხსნა ციურეთს.
საამურად ყურში ჩუმად ჩამჩურჩულა,
მალე როგორ გამოიდარ-მზიურებს.
როგორ ტკბილად ზეიმობენ ბეღურები,
ცივ თებერვალს გაცილებას უწყობენ,
ჭორაობენ, განუწყვეტლივ ჟღურტულებენ,
სულს ერთმანეთს სიყვარულით უთბობენ,
ფუსფუსებენ, მზეს იმედით შესცქერიან,
ბულბულ-მტრედებს შინისაკენ უხმობენ.
ქედმოხრილი მიაბიჯებს თებერვალი
და ამბორით ყველას ემშვიდობება,
მობრძანდება გაზაფხული - ნატვრისთვალი,
ხე-ყვავილი მწვანედ შეიფოთლება,
გაზაფხული - იასამნის ეშხით მთვრალი,
გაზაფხული - ათასფერადი ზღაპარი,
გაზაფხული - ახდენილი ოცნება!!!
დიანა ამბოკაძე
Laravel
კომენტარი
0