შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

სიყვარულის ფერები

მე სიყვარულის ფერები მომწონს -
სიკეთისფერი, ამბორისფერი,
მე სიყვარულის ფერები მომწონს -
სიცოცხლისფერი, სინათლისფერი,
მე სიყვარულის ფიქრები მომწონს -
გრძნობებისფერი, ოცნებისფერი,
მე სიყვარულის ლექსები მომწონს,
ისე გულწრფელი, ყველაფრის მთქმელი.
მე სიყვარულის სიმღერა მომწონს -
სიმშვიდისფერი, სინორჩისფერი,
მე სიყვარულის სურნელი მომწონს -
ჰაერისფერი, სიწმინდისფერი,
მე სიყვარულის ფერები მომწონს -
სულ ყველა ფერზე ლამაზი ფერი.

დიანა ამბოკაძე
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →