შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

01.10.2022 | ***

დ. გ. ბართაია 3 წლის წინ
დავიარები ისევ მარტოდენ
მიუხედავად ბევრნი არიან,
მიუხედავად გვერდში მიდგანან
გრძელ ბეწვის ხიდზე მარტო დავდივარ;

საინტერესო არის გარემო,
ბურუსი ჩემი მეგობარია,
ფორმებს ვაკეთებ ძაღლის და კურდღლის
და არხეინად გზა მიხარია;

ხან საშიშია ქვევით ჩახედვა,
ხან სიამაყე მაყურებინებს,
ხან სევდიანად ვუყურებ ყველას;
მინდა შევეხო მაგრამ, დამანგრევს;

ეს გზა ჩემია, ის მე ვიპოვნე,
სხვა სულიერი თვალით ვერ ამჩნევს,
თუ მივუთითებ ვერ აღიქვამენ
და თუ ვიარე მარტოს მხედავენ;

მარტო არა ვარ დაბინდულ გზაზე,
ბინდში ფორმები მესალმებიან,
მეგებებიან, მათ ვენატრები,
მათი არსობის დასტური მე ვარ;

გამოვიყვანე, გამოვაცოცხლე,
სული შთავბერე, ვანხორციელე,
ვადემონსტრირე, გავაფერადე,
გამოძერწილი ყველას ვანახე;

აღტაცებული უმზერდა ყველა,
თითქოს თვითება თავად ჰქონოდა,
მის გვერდით დგომით ვამახინჯებდი
ამიტომ შორით ტკბობა დამჩემდა;

ახლაც ასე ვთხზავ, გადმოვცემ ნანახს,
შევამკობ, დავხვეწ, დავდგამ ლამაზად;
ისევ შორს, ჩრდილით შევიმოსები,
ისევ ჩრდილების სპეკტაკლებს დავდგამ...
Laravel · შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →