შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ქართველ პოეტს

სევდის როდესაც შეები ღვარცოფს,
გულს გიგრილებდა შმაგი ლეხურა,
რა გადარდებდა, შე კაი კაცო,
თავზე ნამუსის ქუდი გეხურა.
სხვილოს ციხეზე ხარაჩო გედგა,
გეძახდა სული ამილახვარის,
დღესაც კი ძალგიძს, მტერს დახვდე მედგრად,
ხმლით, ფარით, თუნდაც კალმის ლახვარით.
მივსდიოთ უნდა ძველ წესს და ადათს,
მტკიცე ფოლადის ვაწრთოთ გენები,
კრძალვით ვემთხვიოთ იმ მიწას, სადაც
ისევ დაჰქრიან ლურჯა ცხენები.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →