შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

თუ წახვალ

შენ თუ წახვალ მე დავიწყებ წერას
დავწერ როგორი კარგი იყავი
დავწერ ჩვენზე და იმ მომენტებზე
მიყვარხარო რომ ჩუმად მითხარი

შენ თუ წახვალ მე დავიწყებ ხატვას
დაგხატავ ისეთს როგორც გხედავდი
დაგხატავ ისეთ უნაკლო ვინმეს
ვერაფრის თქმას რომ ვერ ვუბედავდი

შენ თუ წახვალ მე დავიწყებ დაკვრას
დავუკრავ მე შენ ნაცნობ სიმღერებს
დავუკრავ ისე შენ რომ გაიგო
იქნებ გავექცე მე ამ სიბნელეს

შენ თუ წახვალ მე დავიწყებ ძერწვას
მე გამოვძერწავ შენს ლამაზ სახეს
მე გამოვძერწავ ისეთ ღვთაებას
ღმერთებმაც მხოლოდ სიზმარში ნახეს
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →