შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

უშენობა

მინდა ის მოგონებები დავწვა
რომელიც მე მწარედ მახსოვს
რომელიც მე აღარ მართობს
მინდა ის მოგონებები დავწვა

მინდა ის გემი ჩავძირო
რომელშიც ჩვენ ერთად ვზივართ
რომლითაც სახლში ვერ მივალთ
მიმდა ის გემი ჩავძირო

მინდა ის სახლი ავაგო
სადაც უშენოდ ვიცხოვრებ
სადაც მე აღარ ვიომებ
მინდა ის სახლი ავაგო

მინდა ის გზა გავაკეთო
რომელიც შენთან არ მოვა
რომლითაც ჩემთან სხვა მოვა
მინდა ის გზა გავაკეთო

მინდა ბევრი რამე მინდა
მაგრამ უშენობა არა
მინდა ბევრი რამე მინდა
შენს გარეშე ყოფნა არა

მაგრამ ასეა საჭირო
ბედი უკუღმა ტრიალებს
მაგრამ ასეა საჭირო
შანსი ხელიდან სრიალებს

უშენობა მე არმინდა
უშენობა მე მჭირდება
უშენობა მე არმინდა
და ალბათ გამიჭირდება
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →