შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

საშობაო

|კომპ. ლექსებიდან|

შენც ნუღარ გამიტრენდდები
ჩემი საათის გუგულო,
პოსტავენ ფოსტის მტრედები: -
რა გვეშველება უგულოდ?!

მოდა მოდერნებს მოდენის,
მეც გული მომდის მესიჯად: -
საშობოდ, მცირეოდენი,
ეგება, სითბოც ესინჯათ: -

ყველას სიკეთე ეთესოს,
არც ოქრო, არც მონეტები...!
ასრულდეს საუკეთესო
"ლოკალ" და "ინტერ" ნეტები...!

ზოგჯერ ღმერთთანაც "გვესთოროს,"
აჯაზოს, - ვინც რას აჯაზებს...
საათი ცაზე გვესწოროს,
პულსი - მამულის მაჯაზე...

და, თითო გულიც რომ მისცეს
ყველა ორგულმა უგულოს,
ხომ დარჩებოდნენ ერთგულნი, -
ჩემო საათის გუგულო?!

თოვლში მიაგნო გულმა სულს,
გულში "უგუგლოდ" ვლოცულობ: -
შეჰყვარებოდეს გულ-მოსულს
სრულიად უ-გულ-მოსულო!..


22.12.2022
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →