ჩანაწერი
Laravel
გზა ანარეკლის - გზაა ნარ-ეკლის
თბილი სიცხეა,
ცხუნე თავაზი,
დადაღა ცა, თუ სადაფი ორი...
თბილისიც ხეა, -
ცხუნეთა ვაზი
(და) დაღაცათუ სადა, ფიორი; -
გარეშემოსეს იოლ იარის,
ყოველ იერისგან ახირება..
გარეშე მოსეს, იოლი არის
ყოველი ერის განახირება!
ერქვანი,
ფური,
მიწა აახლა,
და არ ქვითკირის, - ძალა ღადარის...
ერქვა ნიფური, - მიწაა ახლა,
და არქვით - კი, რის ძალაღად არის?! -
აკლდამა ლული, სადა, ფიცხელი, -
ალა მისნობის ანდამანტია...
აკლდა მალული სადაფი ცხელი,
ალამი სნობის, ანდა მანტია?!.
ROSS-ულ გრძელებას ეწო დამოკლე, -
ევნოეს ყურედ ააწყო რეა...
როს სულგრძელებას ეწოდა მოკლე,
ევნო ეს ყურე და აწ ყორეა...
და, სახედ არი სამზეოდ ნავი, -
ბედია,
წუნდა
და აწყურია...
დასახე დარი, სამზე, ოდნავი,
ბედი აწ უნდა,
დაა,
წყურია.
გზა ანარეკლის -
გზაა ნარ-ეკლის...
2020
ცხუნე თავაზი,
დადაღა ცა, თუ სადაფი ორი...
თბილისიც ხეა, -
ცხუნეთა ვაზი
(და) დაღაცათუ სადა, ფიორი; -
გარეშემოსეს იოლ იარის,
ყოველ იერისგან ახირება..
გარეშე მოსეს, იოლი არის
ყოველი ერის განახირება!
ერქვანი,
ფური,
მიწა აახლა,
და არ ქვითკირის, - ძალა ღადარის...
ერქვა ნიფური, - მიწაა ახლა,
და არქვით - კი, რის ძალაღად არის?! -
აკლდამა ლული, სადა, ფიცხელი, -
ალა მისნობის ანდამანტია...
აკლდა მალული სადაფი ცხელი,
ალამი სნობის, ანდა მანტია?!.
ROSS-ულ გრძელებას ეწო დამოკლე, -
ევნოეს ყურედ ააწყო რეა...
როს სულგრძელებას ეწოდა მოკლე,
ევნო ეს ყურე და აწ ყორეა...
და, სახედ არი სამზეოდ ნავი, -
ბედია,
წუნდა
და აწყურია...
დასახე დარი, სამზე, ოდნავი,
ბედი აწ უნდა,
დაა,
წყურია.
გზა ანარეკლის -
გზაა ნარ-ეკლის...
2020
Laravel
კომენტარი
0