შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

𒂼𒄄. „Ama rgi“

შენ დატოვე ედემი,
ნედლი ცოდნის ამარა,
მე კი გამოგედევნე,
დარდმა დამასამარა.

მერე დიდხანს გეძებდი,
ქვესკნელშიაც გეძიე,
თვალებს დავაცეცებდი,
შენ კი სხვა გზას ეწიე.

მზერა სხივებს იკრებდა
შენ არავის არ ჰგავდი,
აბა ვინ იფიქრებდა,
თუ სამოთხეს დარგავდი.

მე მდევნიდა იროდი,
ჯვარო! - არ დამიამდე!
შენ კი დიდხანს ტიროდი,
კვირა-გამთენიამდე.

შენ ხარ სვეტი ცხონების,
და ცხოვრების კონსტანტა,
სულმა არდაღონების
ქროლვას დამაოსტატა.

მოგონება ყოველი
ჰგავს ბალღობის ბალადებს,
ჯერ მკათათვეს მოველი,
მერე - გაშლილ პალატებს.

ჰგავდეს ეს ამჩატება
ცხოვრების წიგნს, გადაშლილს, -
ბოლოს , თავის ჩადებას
დედის წმინდა კალთაში!..

16.19.2024.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →