შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

Cross Word

სანდო იარებს შეეხო ოდნავ,
ხატი სიცხადის, - მზე აღსარების,
გამოუთქმელო, მეტყველო ცოდნავ,
ხარ გარინდება დიად ზარების...

ჰგავს თორმეტივე მრუმე მოლოდინს,
გაგილგალება, უგზო, უბგერო,
ვერ მოილოცავ ამ ცას ბოლომდის,
გინდ სერაფიმთა ჰანგით უმღერო! -

სადაც, სიკვდილი არის შვეული, -
მკვდრეთით აღდგომა თარაზულია,
ჩვილთათვის იგი არის ჩვეული,
ბრძენთათვის ბრძნულად დარაზულია...

25. 01. 2024.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →