შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

დებორას დარდი

დებორას დარდი

უბრად მწუხარებს დებორა,
უომრად ბორგავს ბარაკი,
ურჩია, თავისებურად,
ფრაკი და ურაკპარაკი...

მეფე უარყვეს, და რაკი
მეპურე მორთეს მეფურად,
ხარი ეგონათ ზვარაკი
და ლაბა-ხარი ეფურათ.

"კვირას" და "წითელ პარასკევს"
რიდე და თალხი ებურათ...
რაც გინდა ილაპარაკე,
წყალს ნაყავ, კვლავინდებურად.

...

ვიდრემდე ცას უგალობდი,
მტერი გიოტა მშიშარა, -
კარავში, კარვის პალოთი,
დაჭედებული სისარა.

11. 11. 2025
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →