ჩანაწერი
Laravel
Adagio
(in D minor)
მივდივარ,
როგორც ნაღმერთალ ტაძარს
ეთხოვებოდა ვინმე რაბინი, -
ცა ეძალება ღამეულ ძაძას
და შებინდების ვით ქერობინი, -
გზას მიიოლებს ვიოლონჩელო
და იობივით მოთქვამს ჰობოი, -
სევდის მორჩილი, როგორც მარჩელო, -
ვენეციური მზის მეკუბოე.
და ეწირება ძეწნარს "ადაჯო,"
თითქოს საყდართან კრავი დაებათ,
რომ გული ისე მაინც დატანჯო,
ჯვარზე შეიცნო შენი ღვთაება.
ბოლოს ხომ მაინც დასწვავს ანუბისს,
შენი ცრემლების ელვა და რეში, -
გზათგასაყართან, ქრისტეანობის
და პოეზიის ჩამავალ მზეში?!
მიმყვები ასე ლექსად, ფარული
და არ ეგების რითმის წვალება,
საკმარისია ეს სიყვარული,
და ძლიერია ვით მიცვალება.
2003
მივდივარ,
როგორც ნაღმერთალ ტაძარს
ეთხოვებოდა ვინმე რაბინი, -
ცა ეძალება ღამეულ ძაძას
და შებინდების ვით ქერობინი, -
გზას მიიოლებს ვიოლონჩელო
და იობივით მოთქვამს ჰობოი, -
სევდის მორჩილი, როგორც მარჩელო, -
ვენეციური მზის მეკუბოე.
და ეწირება ძეწნარს "ადაჯო,"
თითქოს საყდართან კრავი დაებათ,
რომ გული ისე მაინც დატანჯო,
ჯვარზე შეიცნო შენი ღვთაება.
ბოლოს ხომ მაინც დასწვავს ანუბისს,
შენი ცრემლების ელვა და რეში, -
გზათგასაყართან, ქრისტეანობის
და პოეზიის ჩამავალ მზეში?!
მიმყვები ასე ლექსად, ფარული
და არ ეგების რითმის წვალება,
საკმარისია ეს სიყვარული,
და ძლიერია ვით მიცვალება.
2003
Laravel
კომენტარი
0