შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ოქროს არშია

***

ორქოს არშია
შებინდებათა, -
ოოო... ქროლვაშია
შვებით ვნებათა...

ამ ღირსებათა, -
არ ღირს ქებადა...
რა სიმლაშეა
არ ითქმება და...

ასე ეფათა,
ენით ება და
არ ჰშურს, არ შია,
ერიდება და...

თუ რამ მებადა, -
ერით მებადა!
- რა შუაშია?
- ერითმება და...

04. 08. 2016,
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →