ჩანაწერი
Laravel
ხელოვნის დაბრუნება
როგორც მთვლემარე ეტნა ან დანტე,
მცონარებს სული, თრობის დრო თუ არს,
და მიუყვება, როგორც "Andante,"
ძველი ქალაქის ნაცნობ ტროტუარს.
არესის ღრუბელს იბურავს მთვარე,
მღვრიე იქნება ალბათ აგვისტოც...
ძალმოსილების ელჭექში მდგარი, -
ის კი, ტუსაღის სახით არტისტობს...
...
და უბრუნდება როგორც ულისე,
სად ძველი გრძნობის ჩატყდა ისარი,
და მოცახცახე გააგულისებს,
ქვეყანა, ოქროს ნასაწმისარი.
და ირონიის ჩამოხსნის ზეწარს
იმ უსახელოს, სახელოვანი,
როგორც დიადი სკულპტორი, ძერწავს
დრო ხელოვანს, თუ დროს ხელოვანი...
აამსუბუქებს ფლეგმა ტიტანთა,
და რეკვიემიც ჩანს უადგილო, -
რომ, ხალხს, რომელიც ძნელად გიტანდა,
ერთხელ აწევა გაუადვილო...
22.07.2022.
მცონარებს სული, თრობის დრო თუ არს,
და მიუყვება, როგორც "Andante,"
ძველი ქალაქის ნაცნობ ტროტუარს.
არესის ღრუბელს იბურავს მთვარე,
მღვრიე იქნება ალბათ აგვისტოც...
ძალმოსილების ელჭექში მდგარი, -
ის კი, ტუსაღის სახით არტისტობს...
...
და უბრუნდება როგორც ულისე,
სად ძველი გრძნობის ჩატყდა ისარი,
და მოცახცახე გააგულისებს,
ქვეყანა, ოქროს ნასაწმისარი.
და ირონიის ჩამოხსნის ზეწარს
იმ უსახელოს, სახელოვანი,
როგორც დიადი სკულპტორი, ძერწავს
დრო ხელოვანს, თუ დროს ხელოვანი...
აამსუბუქებს ფლეგმა ტიტანთა,
და რეკვიემიც ჩანს უადგილო, -
რომ, ხალხს, რომელიც ძნელად გიტანდა,
ერთხელ აწევა გაუადვილო...
22.07.2022.
Laravel
კომენტარი
0