ჩანაწერი
Laravel
უმოკლესი გზა
რა შუაშია აქ ვირის პიტნა, -
ვირს თუ არაფრად ეპიტნავები,
ზაკვით დაგნიშნეს გემის კაპიტნად,
ბორნის ნავებით ნანანავები.
ცბის სიმსუბუქე დეპუტატობის,
ვირისტერფას ქვეშ დათვის ხაროა...
ერთი დღე რომ შლის ათას დადებითს,
ეს მეტისმეტად სამწუხაროა.
თუ უსასრულო ბრუნვა როსარის
გინდა ერთ დღეში დაასამანო,
ვერც წარმოიდგენ, რა ახლოს არის
ხალხის გულიდან ვირის აბანო..
14.09.2024.
ვირს თუ არაფრად ეპიტნავები,
ზაკვით დაგნიშნეს გემის კაპიტნად,
ბორნის ნავებით ნანანავები.
ცბის სიმსუბუქე დეპუტატობის,
ვირისტერფას ქვეშ დათვის ხაროა...
ერთი დღე რომ შლის ათას დადებითს,
ეს მეტისმეტად სამწუხაროა.
თუ უსასრულო ბრუნვა როსარის
გინდა ერთ დღეში დაასამანო,
ვერც წარმოიდგენ, რა ახლოს არის
ხალხის გულიდან ვირის აბანო..
14.09.2024.
Laravel
კომენტარი
0