შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

გოგ და მაგოგ

ინკუბატორი, - უთვალავი ლუმენის კუბი...
ბაობაბების ხმელი ქუბის თაკარა ბაო,
საბაოთ უფლის ბნელი რისხვა, ზღვად შენაგუბი, -
ბინდის სამუმი,
უსახელო
და უბინაო; -

და უვინაო,
დინჯი,
ფერად ნარინჯი რასა...
ბრინჯის ტერასზე
სისხლის საკეს გამოხდის "კამი"...
უსაშველობას გაათენებს ამატერასუ
და შიშველ მიწას,
როგორც მშობელს, დასცინებს ქამი...

02.05.2019.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →