შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ლექსის ბაზარზე ძველ "როლს-როისს" ჰყიდდა პოეტი

- რამდენი ცხენის ძალისაა შენი მანქანა?

- სტროფნახევარი "მერანის" და "ლურჯა ცხენების" -
ორ სტროფნახევრის; ამას გარდა "მწარე ენების
კრიტიკოსებიც" არაერთხელ ააქაქანა...
შესაშური აქვს ძრავის რიტმი და მხარდაჭერა -
სემიოტიკის; საპოხად ხმარობს უძვირფასეს ალტერაციებს;
მოყვარეს ათბობს, მოძულეს კი ტანში აციებს, -
საკმარისია გულზე მჯიღის ოდნავ დაჭერა;
საბჭოეთამდე მუშაობდა სისხლის რითმებით,
გადაკეთებულს ლენინური ერგო პრემია,
ახლა მუშაობს მოზომილი ალგორითმებით...

- გაგიფრენია ჩემო ძმაო, გაგიფრენია...

04.05.2019.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →