შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ამაოება

სისადავის მოსწრაფე
იწვის გამმა იელის...
ილეწება ხორების
ნაკერპავი დილემა!
ამ სულს, როგორც მოწაფე
დიდი გამალიელის,
შეეცვალა ცხოვრების
არსზე შთაბეჭდილება.

გეგონება წინ მიდის,
ეს, ამაო ბურჭალით,
სინონისგან ნაქები,
ჟამთა ჭენებ-ჭენაბით,
ინქშევიან სიმინდის
ხმელი ანაქურჩალით,
რუდუნებით ნაგები
ყალბი ცათამბჯენები..."

05.05.2019.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →