ჩანაწერი
Laravel
ან ეს თეზ(ი)ა
ჰაერი კათეტერის ტირეა,
ირეალური ბოლავს აირი,
ერიდა სისხლის მონადირეა, -
იარებაა;
ათასნაირ(ი) -
მიმიკებს ირგებს ექიმი მიმი,
"diminuendo"...
ყრუ ანტონიმად -
იმის ბგერათა დუნეა სიმი,
ან ფანტომია, ან პანტომიმა...
მდორე სურნელი - "Dior J'adore,"
მიფერმკრთალდება თეთრი კულტები,
თაბორისფერი შენი ამბორით
და ზმანებებში მიერთგულდები...
- სიმბიოზია...
ქრება ზომები;
უვადოების ექო - "დეჟა ვუ"...
იმეორებენ რიბოსომები: -
დეზოქსი-რიბო- ნუკლეი-ნ-მ- ჟ... ავად
....
და არდაწყებულ გზას ვუბრუნდები,
ვიდრე იკიდებს ნამყოს მინა ხავსს,
ძველი, საფოსტო, მტრედის ხუნდები,
სადაც მომავლის ცაზე მინახავს.
29.01.2021.
ირეალური ბოლავს აირი,
ერიდა სისხლის მონადირეა, -
იარებაა;
ათასნაირ(ი) -
მიმიკებს ირგებს ექიმი მიმი,
"diminuendo"...
ყრუ ანტონიმად -
იმის ბგერათა დუნეა სიმი,
ან ფანტომია, ან პანტომიმა...
მდორე სურნელი - "Dior J'adore,"
მიფერმკრთალდება თეთრი კულტები,
თაბორისფერი შენი ამბორით
და ზმანებებში მიერთგულდები...
- სიმბიოზია...
ქრება ზომები;
უვადოების ექო - "დეჟა ვუ"...
იმეორებენ რიბოსომები: -
დეზოქსი-რიბო- ნუკლეი-ნ-მ- ჟ... ავად
....
და არდაწყებულ გზას ვუბრუნდები,
ვიდრე იკიდებს ნამყოს მინა ხავსს,
ძველი, საფოსტო, მტრედის ხუნდები,
სადაც მომავლის ცაზე მინახავს.
29.01.2021.
Laravel
კომენტარი
0