ჩანაწერი
Laravel
რწმენა მეკლდეური |პიკს მხოლოდ მოკლე ნაბიჯი აღწევს| მიხეილ ჩხუმლიანის (ხერგიანის) ხსოვნას
ვალტასარის მიცავს ქარტა,
მნებდებიან ანდები;
უბადრუკი მიწა ხარ და
ცასთან ერთიანდები...
არ დაშრიტო თვალთა უპე, -
სინანულმა სულ ალტოს, -
ვიდრე სულით გადაუფრენ
უშბასა და სუ-ალტოს!
ვეფხის ბრჭყალზე ილეოდა
ბწკარი ბოლო მითების,
კლდესმომწყდარი ლილეო და
გმინვა დოლომიტების...
კვლავ მოზარეს ჰგვანან მხედრებს
დაღვრემილი ალპები;
მთა მთას თუ ვერ შეახვედრე, -
იღბალივით დალპები...
მაჯით გიცნეს როგორც ფარეზ,
თაბორის ჩქამს მოდენი,
ჴჳმირს ქვეშეც ვერ დაგფარეს, -
მდოგვის მარცვლის ოდენი.
გრიგალს ახშობს ლოცვის სიო,
ზვავს უწოდებს ლაწირაკს,
მოაშურებ კავკასიონს, -
თუ სიონი გაგწირავს...
სიყვარულიც ჰგავს გოლგოთას, -
დაგაღვინე მაჭარო!..
სად დიუნა სცემდა ბოლთას, -
დავდგით კილიმანჯარო...
ჩიჩერონეს დაა ჩერო,
ქარით ვმწყემსავთ ბარხანებს;
სხვა არავის დააჯერო, -
მწყემსი არ დაახანებს!..
მასისითგან წარღვნის წყალი
ცისარტყელით დარაზე,
მიწის ბურთი, - ეს საწყალი,
დაჰკიდე არარაზე; -
სად ბორცვებზე ხტომით მორბის
მეტრფე თავდავიწყება,
განახლდება სიმხნე ორბის
და თავიდან იწყება; -
რომ მოწმობის სჭამო ლუკმა...
(და დადუმდეს ჰესტია!)
ეგ სიმდაბლის ჯომოლუნგმა, -
ანუ ევერესტია...
04.07.2019.
მესტია
მნებდებიან ანდები;
უბადრუკი მიწა ხარ და
ცასთან ერთიანდები...
არ დაშრიტო თვალთა უპე, -
სინანულმა სულ ალტოს, -
ვიდრე სულით გადაუფრენ
უშბასა და სუ-ალტოს!
ვეფხის ბრჭყალზე ილეოდა
ბწკარი ბოლო მითების,
კლდესმომწყდარი ლილეო და
გმინვა დოლომიტების...
კვლავ მოზარეს ჰგვანან მხედრებს
დაღვრემილი ალპები;
მთა მთას თუ ვერ შეახვედრე, -
იღბალივით დალპები...
მაჯით გიცნეს როგორც ფარეზ,
თაბორის ჩქამს მოდენი,
ჴჳმირს ქვეშეც ვერ დაგფარეს, -
მდოგვის მარცვლის ოდენი.
გრიგალს ახშობს ლოცვის სიო,
ზვავს უწოდებს ლაწირაკს,
მოაშურებ კავკასიონს, -
თუ სიონი გაგწირავს...
სიყვარულიც ჰგავს გოლგოთას, -
დაგაღვინე მაჭარო!..
სად დიუნა სცემდა ბოლთას, -
დავდგით კილიმანჯარო...
ჩიჩერონეს დაა ჩერო,
ქარით ვმწყემსავთ ბარხანებს;
სხვა არავის დააჯერო, -
მწყემსი არ დაახანებს!..
მასისითგან წარღვნის წყალი
ცისარტყელით დარაზე,
მიწის ბურთი, - ეს საწყალი,
დაჰკიდე არარაზე; -
სად ბორცვებზე ხტომით მორბის
მეტრფე თავდავიწყება,
განახლდება სიმხნე ორბის
და თავიდან იწყება; -
რომ მოწმობის სჭამო ლუკმა...
(და დადუმდეს ჰესტია!)
ეგ სიმდაბლის ჯომოლუნგმა, -
ანუ ევერესტია...
04.07.2019.
მესტია
Laravel
კომენტარი
0